Stay Boutique Hotel

  • Description
  • Contact Information
  • სოციალური მედია
  • Map
  • How to use discount?

Stay Boutique Hotel

Stay Boutique Hotel
ძვირფასო სტუმარო, ძალიან მიხარია რომ შემოხვედით ჩვენს გვერდზე, მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩვენს შესახებ, რის შემდეგაც ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ჩვენი შექმნილი და ნახელავი.

ბუტიკ სასტუმრო ’’Stay’’ გაიხსნა სულ რაღაც April 25, 2018 , რუსთაველზე, ძმები კაკაბაძეების 26 ნომერში.ეს არის სრულიად წყნარი უბანი, რომელიც მდებარეობს მეტრო რუსთაველიდან 2 წუთის ფეხით სავალ გზაზე. სასტუმროს გახსნამდე ეს შენობა იყო ჩემი საცხოვრებლი სახლი, სადაც გავატარე უბედნიერესი წლები ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ სახლი თავიდან ბოლომდე შეგვეცვალა და გადაგვეკეთებინა სასტუმროდ, სადაც მივიღებდით უამრავ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გავუმსაპინძლებოდი საკუთარი ხელით მომზადებული საუზმით, ჩემი ბაღის ხილით და კენკრით, ჩემი გამომცხვარი ნამცხვრებითა და კექსებით.ეს იდეა ორივეს ძალიან მოგვეწონა და სისრულეში მოვიყვანეთ.სასტუმრო შედგება 8 ორადგილიანი ნომრისგან, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინვენტარი და სააბაზანო ჰიგიენური საშუალებები.ძალიან ვამაყობ ჩვენი მყუდრო სასაუზმე ტერიტორიით, საიდანაც კარი გადის ტერასაზე. აქ სტუმრებს შეეძლებათ მიირთვან ქართული ღვინო, დააგემოვნონ ქართული ნუგბარი და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება.

მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ეს არ არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, ეს არის მაღალ სტანდარტებს მორგებული ბუტიკ - სასტუმრო, სადაც სტუმარი თავს იგრძნობს, მდიდრულად და შინაურულად.

 

დარჩით ჩვენთან, Boutique Hotel Stay!

Address: Dzmebi Kakabadzeebi St, N.26- Tbilisi\

Related Properties